1752608534
სადგურის მოედანზე, კორპუსში, სადაც ნგრევას 2 ადამიანი ემსხვერპლა, მოქალაქეებს პირადი ნივთები მაშველების მეთვალყურეობის ქვეშ გამოაქვთ

სადგურის მოედანზე, კორპუსში, სადაც ნგრევას 2 ადამიანი ემსხვერპლა, მოქალაქეები ეტაპობრივად შედიან, მათ პირადი ნივთები მაშველების მეთვალყურეობის ქვეშ გამოაქვთ. 94 მოსახლე ქირით უკვე გაიყვანეს.
"მიმდინარეობს დანარჩენ სადარბაზოებში მოსახლეობის შეშვება და მცირე პირადი ნივთების გამოტანა. ეტაპობრივად მიმდინარეობს მაღაზიების დაცლა, გამოიტანეს მოვაჭრეებმა თავიანთი საქონელი.
ჩანაცვლების პროგრამაზე იყო შეთავაზება იმ პერიოდში, როდესაც მშენებლობა უნდა ჩატარებულიყო. გაყვანილი იქნებოდნენ ქირებით და ამ ქირებს აანაზღაურებდა სახელმწიფო," - აღნიშნა თბილისის დიდუბის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა, ზურაბ უგულავამ.
ტერიტორია ისევ ჯებირებით არის შემოსაზღვრული. ადგილზე გრძელდება, როგორც ექსპერტიზა, ასევე, საგამოძიებო მოქმედებები.
თევდორე მღვდლის 10 ნომერში ფასადის და სახურავის ნაწილი გუშინ საღამოს ჩამოინგრა - დაღუპულია ორი, მძიმედ დაშავდა ერთი მოქალაქე. ექიმის განმარტებით, დაშავებული ქალი ამ დრომდე რეანიმაციაში რჩება.