როგორია ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა, რომლის დაწვაც ყოფილმა ქმარმა სცადა - ექიმის კომენტარი

გადასხმა

კასპში, ე.წ. მირიანის დასახლებაში უმძიმესი დანაშაული მოხდა. კაცმა ყოფილ მეუღლეს ჯერ დანით მიაყენა ჭრილობა, შემდეგ კი აალებული ბენზინი ესროლა და ცეცხლი წაუკიდა. 

ახალგაზრდა ქალი, რომლის დაწვაც ყოფილმა ქმარმა სცადა, ახლა თბილისში, ხეჩინაშვილის კლინიკაში იმყოფება. თათია ლომინაძე სიცოცხლისთვის იბრძვის. კლინიკის ექიმის გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით, ქალის მდგომარეობა მძიმეა. 

ექიმი ადასტურებს, რომ ქალს ბასრი საგნით მიყენებული ჭრილობებიც აღენიშნება. 

„კასპიდან არის გადმოყვანილი დამწვრობით, ბენზინიც შეასხა და მჟავაც, ასევე აქვს ბასრი საგნით მიყენებული ჭრილობებიც. მართვით სუნთქვაზე იმყოფება, საკმაოდ მძიმე სიტუაციაა“,  - ამ­ბობს ექიმი.