დააკავეს კაცი, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა და შემდეგ მისი დაწვა სცადა - შსს განცხადებას ავრცელებს

შსს

დააკავეს კაცი, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა და შემდეგ მისი დაწვა სცადა, - ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი, 1982 წელს დაბადებული ზ.ბ. ოჯახის წევრის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში ბრალდებულმა პირმა წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში დაზიანებები მიაყენა ყოფილ მეუღლეს, 1991 წელს დაბადებულ თ.ლ.-ს, რის შემდეგაც ბენზინის შესხმით მის დაწვას შეეცადა. მომხდარის შემდეგ, ზ.ბ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 
დაჭრილი პირი სამედიცინო კლინიკაშია მოთავსებული.

ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ზ.ბ. ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მიმდინარეობს“, - ნათქვამია განცხადებაში.