როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

წვიმიანი ამინდი

 15 ივნისს ქუთაისში მოსალოდნელია მცირე ნალექი. დღისით +27 და ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსი იქნება. ბათუმშიც ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსია მოსალოდნელი. ხანმოკლე წვიმა იქნება ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +27, ღამით კი +18 გრადუსია ნავარაუდევი.

სოხუმშიც წვიმაა, +23 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში უნალექო დღეა ნავარაუდევი, დღისით +21 გრადუსი იქნება, ღამით კი 9 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 14 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში დღისით +22 გრადუსი, ღამით კი 15 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია მცირე ნალექი წვიმის სახით.

ახალციხეში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, დღისით +22 გრადუსი, ღამით კი +8 გრადუსი იქნება. ბორჯომშიც ანალოგიური ამინდია მოსალოდნელი, +24 იქნება დღისით, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.

მცირე ნალექს ვარაუდობენ ბაკურიანში, დღისით +18 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +4 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში, დღისით +28 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩავლის. ცხინვალშიც მზიანი დღე იქნება. ჰაერის ტემპერატურა +27 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +13 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა 4 გრადუსი იქნება.

ომალოშიც იწვიმებს. დღისით +17 ღამით კი 6 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +28 გრადუსი იქნება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია მცირე ნალექი წვიმის სახით. ასეთივე ამინდი იქნება დღეს თელავში, დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც ხანმოკლე წვიმას ელოდებიან, დღისით +27 გრადუსი, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +27 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში მზიანი დღეა. დღისით +28 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +27 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +15 გრადუსი იქნება. დღე უნალექოდ ჩაივლის.