1776273799
როგორი ამინდია მოსალოდნელი 16 აპრილს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
16 აპრილს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +20 და ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მშრალია დღე, დღისით ჰაერი +19 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო ამინდია ფოთში. დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსია მოსალოდნელი. მზიანი ამინდი იქნება ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +20, ღამით კი +5 გრადუსია ნავარაუდევი.
სოხუმშიც მზეა, +17 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაშიც უნალექო დღეა ნავარაუდევი, დღისით +10 გრადუსი იქნება, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი +17 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაშიც მზიანი დღეა, დღისით +18 გრადუსი, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.
ახალციხეში დღე მშრალია, დღისით +16 გრადუსი, ღამით კი -3 გრადუსი იქნება. ახალქალაქშიც მზიანი დღე იქნება. დღისით +4 გრადუსი, ღამით კი -9 დაფიქსირდება.
ბორჯომშიც მზიანი ამინდია, +16 იქნება დღისით, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო დღეა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +8 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -9 გრადუსი დაფიქსირდება.
მზიან დღეს ელოდებიან გორში, დღისით +18 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში მშრალი ამინდია, ჰაერის ტემპერატურა +17 გრადუსი იქნება, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +3 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -5 გრადუსი იქნება.
ომალოშიც მშრალი დღეა დღისით +4 ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში მზიან დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +18 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი ამინდი იქნება დღეს თელავში, +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4 გრადუსია ნავარაუდევი.
უნალექო დღე იქნება გურჯაანში, დღისით +18 გრადუსი, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში მზიანი დღეა დღისით +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისშიც მზე გამოანათებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +3 გრადუსი იქნება.












