1728334168
შემზარავი დანაშაული თბილისში - კაცი მეუღლის არასრულწლოვან შვილიშვილებს აუპატიურებდა... - ბრალდებული დაკავებულია
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, არასრულწლოვნების გაუპატიურებისა და მათ მიმართ ჩადენილი სხვაგვარი სექსუალური ქმედების ბრალდებით 1960 წელს დაბადებული ზ.ა. დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, საკუთარი მეუღლის არასრულწლოვან შვილიშვილებს აუპატიურებდა და მათ მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას ახორციელებდა, რასაც სისტემატური ხასიათი ჰქონდა.
შსს დაკავების კადრებს ავრცელებს ↓
„ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ზ.ა. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულის სახით დააკავეს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე და 138-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.











