რას მოუტანს 17 აპრილის ახალმთვარეობა ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს - ასტროლოგის პროგნოზი
1776285706
მონტენეგროში სამი „კანონიერი ქურდი“ დააკავეს.
სააგენტო „პრაიმ კრაიმი“ წერს, რომ მონტენეგრო არ აპირებს რუსეთს გადასცეს 70 წლის „კანონიერი ქურდი“ თენგიზ დუმოევი, მეტსახელად გოჩო, რომელზეც საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული და „კრიმინალურ იერარქიაში“ ერთ-ერთ მაღალ პოზიციაზე მყოფ პირად მიიჩნევა.
გოჩო, რომელიც მონტენეგროში დასახლდა, პირველად პოდგორიცის აეროპორტში დააკავეს რუსეთის ხელისუფლების მოთხოვნის საფუძველზე დაახლოებით ხუთი წლის წინ.
2024 წლის აგვისტოში დუმოევის ადვოკატებმა შეძლეს მისი გათავისუფლება და მის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა შეწყდა.
წელს, იანვარში, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მეორე მოთხოვნა წარადგინა, ხოლო მარტის დასაწყისში მონტენეგრომ დაადასტურა, რომ დუმოევი დააკავეს და დეპორტაციისთვის ემზადებოდნენ.
ამჯერად მასთან ერთად კიდევ ორი ცნობილი ე.წ. „კანონიერი ქურდი“ - რომიკ და იურა სოჩინსკები დააკავეს. თუმცა, ცოტა ხნის წინ მონტენეგროს ხელისუფლებამ ახსნა-განმარტების გარეშე უარი თქვა სავარაუდო დამნაშავის ექსტრადირებაზე.
