როგორი ამინდი იქნება ივლისში საქართველოში

ამინდი

ამინ­დის გრძელ­ვა­დი­ა­ნი პროგ­ნო­ზე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სი, ხა­თუ­ნა ქო­ქო­სა­ძე ambebi.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ ივლისი ცხელი იქნება. 

„ცხე­ლი ზა­ფხუ­ლი გვექ­ნე­ბა, შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბად ნა­ლე­ქი­ა­ნი. თუმ­ცა ცალ­კე­ულ პე­რი­ო­დებ­ში იქ­ნე­ბა შე­და­რე­ბით გრი­ლი და ნო­ტიო ჰა­ე­რის მა­სე­ბის შე­მოჭ­რა, რა­საც მოჰ­ყვე­ბა ამინ­დის გა­უ­ა­რე­სე­ბა, წვი­მა, ქარი და ტემ­პე­რა­ტუ­რის კლე­ბა მა­ღა­ლი ნიშ­ნუ­ლი­დან და­ბა­ლი ნიშ­ნუ­ლის­კენ.

ადრე თუ იყო ივ­ნი­სის შუა რი­ცხვე­ბი­დან აგ­ვის­ტოს შუა რი­ცხვე­ბამ­დე  სი­ცხე­ე­ბი და გა­მოთ­ქმაც არ­სე­ბობ­და, რომ ფე­რიც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ აუ­ცი­ლებ­ლად აგ­რილ­დე­ბო­და, ახლა ასე აღარ არის. მაქ­სი­მა­ლუ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რე­ბი აგ­ვის­ტო­ში უფრო ფიქ­სირ­დე­ბა.

ზო­გა­დად კლი­მა­ტის ასე­თი ცვლი­ლე­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლია ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის და ბევ­რი უჩი­ვის ამის გამო ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მებს",- ამბობს ქოქოსაძე.