თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში თოვლი მოვიდა

თოვლი

თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში თოვლი მოვიდა.

მედია წერს, როიმ ქალაქ რიზეს მთიან რეგიონში ტემპერატურა მკვეთრად დაეცა. რიზე შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს, საქართველოს საზღვრიდან 120 კილომეტრის დაშორებით. რიზეში მოღვაწე ჟურნალისტმა გენჯაგა ქარაფაზილოღლუმ, განაცხადა, რომ ივლისში თოვლი აქამდე არასდროს უნახავს.

„რიზეში ჩვენ მიჩვეულნი ვართ ამინდის ანომალიურ ცვლილებებს. მარტში რამდენჯერმე გვქონია თოვლი, მაგრამ ასეთი ბევრი არასდროს. ხანდაზმულები ამბობენ, რომ 30-40 წლის წინ უნახავთ ივლისში თოვლი, მაგრამ ასეთი არასდროს“, - აღნიშნავს ადგილობრივი ჟურნალისტი. ამავე ცნობით, თოვლმა მოიცვა მინიმუმ 100 კილომეტრის სიგრძის ტერიტორია. „ყველაზე მეტად