„5-6 თვეში, ვხედავ...“ - გოგა მანია საქართველოსა და მსოფლიოზე
1751482200
3 ივლისს საქართველოს თითქმის ყველა რეგიონსა და ქალაქში წვიმიანი ამინდია ნავარაუდევი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4 ივლისის დღის მეორე ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში იწვიმებს, ზოგან ძლიერად, მოსალოდნელია ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის დროგამოშვებით გაძლიერება.
მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო).
რაც შეეხება ტემპერატურას ქალაქების მიხედვით:
გაგრა +23 - უმეტესად ღრუბლიანი
სოხუმი +23 - უმეტესად მზიანი
ზუგდიდი +22 - წვიმა
მესტია +15 - წვიმა
ფოთი +22 - წვიმა
ბათუმი +21 - წვიმა
ოზურგეთი +21 - წვიმა
ქუთაისი +21 - წვიმა
ამბროლაური +18 - წვიმა
ახალციხე +17 - წვიმა
ბორჯომი +14 - წვიმა
ბაკურიანი +11 - წვიმა
გორი +18 - წვიმა
ცხინვალი +16 - წვიმა
სტეფანწმინდა +11 - წვიმა
გუდაური +8 - წვიმა
თელავი +18 - წვიმა
რუსთავი +20 - წვიმა