„5-6 თვეში, ვხედავ...“ - გოგა მანია საქართველოსა და მსოფლიოზე
1751482200
ირანი ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების ერთგული რჩება, – ამის შესახებ სოციალურ ქსელ X-ში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ დაწერა.
აბას არაღჩის თქმით, თეირანის თანამშრომლობა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან ირანის ეროვნული უსაფრთხოების უზენაესი საბჭოს საშუალებით მოხდება.
ამგვარად, აბას არაღჩი გამოეხმაურა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, რომელიც თეირანს მოუწოდებდა, გააუქმოს ატომური ენერგიის საერთაშორისო სასამართლოსთან თანამშრომლობის შეჩერების გადაწყვეტილება.
„ირანი ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების და მისი გარანტორი შეთანხმებების ერთგული რჩება. ისრაელისა და აშშ-ის მიერ ჩვენი ბირთვული ობიექტების წინააღმდეგ თავდასხმის შემდეგ მეჯლისის მიერ მიღებული ახალი კანონმდებლობით, ჩვენი თანამშრომლობა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან განხორციელდება ირანის ეროვნული უსაფრთხოების უზენაესი საბჭოს საშუალებით, უსაფრთხოების აშკარა მიზეზებით“, – წერს აბას არაღჩი.
ამასთან, ირანელმა დიპლომატმა გააკრიტიკა გერმანია „ირანზე ისრაელის უკანონო თავდასხმების აშკარა მხარდაჭერის“ გამო.