ჰამბურგიდან ვენაში მიმავალ მატარებელში მამაკაცი მგზავრებს თავს დაესხა - არიან დაშავებულები

თავდასხმა მატარებელში

ჰამბურგიდან ვენაში მიმავალ მატარებელში მამაკაცი მგზავრებს დაესხა თავს, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაშავდა.

ინციდენტის დროს მატარებელში სულ 500-მდე მგზავრი იმყოფებოდა.

თავდამსხმელი პოლიციამ დააკავა, ის თავადაც დაშავებულია. სარკინიგზო მიმოსვლა კი დროებით შეჩერდა.

თავდასხმის მოტივი ამ დროისთვის უცნობია. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.