1773690293
როდიდან მოიმატებს ტემპერატურა +32 გრადუსამდე
სინოპტიკოს, ხათუნა ქოქოსაძის თქმით, 13-14 მაისს, ტემპერატურა კიდევ უფრო მოიმატებს და +28, +29 გრადუსს მიაღწევს. აღმოსავლეთ საქართველოში და თბილისში დღეს დაბალი ტემპერატურა, +16, +17 გრადუსი იქნება, თუმცა ხვალიდან მომატებას დაიწყებს და კვირის ბოლომდე +25, +26 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.
მაისის 20 რიცხვამდე არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება.
მიუხედავად იმისა, რომ შაბათ-კვირას გამოიდარებს და მზიანი ამინდი იქნება, ორშაბათიდან საღამოს საათებში გაზაფხულისთვის დამახასიათებელი ელჭექი და ხანმოკლე წვიმები მაინც მოსალოდნელია.
ნალექების რაოდენობა ძირითადად ნორმის ფარგლებში იქნება, თუმცა დასავლეთ საქართველოში ნორმაზე მეტი ნალექია მოსალოდნელი. საშუალო ტემპერატურა შავი ზღვის სანაპიროზე და კოლხეთის დაბლობზე +16, +19 გრადუსს შეადგენს, რაც კლიმატურ ნორმაზე 1 გრადუსით დაბალია. დასავლეთის მთიან რაიონებში +15, +17 გრადუსია მოსალოდნელი, მაღალ მთაში კი - +10, +12 გრადუსი. აღმოსავლეთ საქართველოში, ქართლსა და კახეთში, საშუალო ტემპერატურა ნორმასთან ახლოს, +16, +18 გრადუსის ფარგლებში იქნება. თვის ბოლოსკენ, 20 მაისის შემდეგ, ცალკეულ დღეებში ტემპერატურამ დასავლეთ საქართველოში შესაძლოა, +32 გრადუსამდე, ხოლო აღმოსავლეთში +31 გრადუსამდე მოიმატოს.












