ქედაში სახლი ჩამოინგრა - არიან დაშავებულები

მეწყერი

სოფელ დოხოძეებში მეწყერმა ვარშანიძეების საცხოვრებელი სახლი დაანგრია. ღამის საათებში განვითარებული მეწყერის დროს სახლში 8 წევრი იმყოფებოდა, მათ სახლიდან გამოსვლა მოახერხეს. ორი მათგანი მსუბუქი დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი. 

როგორც ადგილობრივი მედია წერს, მრავალწევრიან ოჯახს აქვს გეოლოგების დასკვნა. ის მერიის მიერ ქირითაა გაყვანილი. გარდა ამისა, უხვი ნალექის შედეგად ადიდდა მდინარეები. სოფელ კოლოტაურში მდინარემ გზის სავალი ნაწილი დააზიანა. ასევე მდინარე აკავრეთას ადიდების შედეგად დაზიანდა ინფრასტრუქტურა