ნიკო კახეთელიძე: ოპოზიციის დღის წესრიგი არის ეს - მაქსიმალურად დავაზიანოთ „ქართული ოცნება“! ამის გამო მიდიან ყველაფერზე, ნებისმიერ შანტაჟზე, ნებისმიერ სიცრუეზე

ნიკო კახეთელიძე

ოპოზიციის დღის წესრიგი არის ეს - რეალურად მათ დიდად არც ტრაგედია ადარდებთ, მეტსაც გეტყვით, ბევრი მათგანი ბედნიერია იმისგან, რომ ასეთი რამ მოხდა, - განაცხადა ურბანისტმა, თბილისის საკრებულოს წევრმა, ნიკო კახეთელიძემ თევდორე მღვდლის ქუჩაზე მომხდარის გამო ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებული კომენტარების შეფასებისას.

„მათ ციტირებას ვაკეთებ - მაქსიმალურად დავაზიანოთ „ქართული ოცნება“! ამის გამო მიდიან ყველაფერზე: ნებისმიერ შანტაჟზე, ნებისმიერ სიცრუეზე და ვითომ, ქმნიან რაღაც კოლიზიას. ძალიან მძიმე შედეგი მოიტანა ამან, მაგრამ ვინაიდან ეს წესები არის გაწერილი, ჩვენ, ყველა უნდა დავემორჩილოთ ამ წესებს.

ოპოზიციის დღის წესრიგი არის ეს - რეალურად მათ დიდად არც ტრაგედია ადარდებთ, მეტსაც გეტყვით, ბევრი მათგანი ბედნიერია იმისგან, რომ ასეთი რამ მოხდა“, - აღნიშნა ნიკო კახეთელიძემ.

თევდორე მღვდლის ქუჩაზე ჩამონგრეული, ავარიული კორპუსიდან მობინადრეები დიდუბის გამგეობამ წუხელ სასტუმროებში გადაიყვანა. კორპუსში მცხოვრები 55 ოჯახიდან ნაწილმა ახლობლებთან დარჩენა არჩია, ნაწილი კი სასტუმროებში განათავსეს.

მომხდარი ნგრევის შედეგად, გარდაიცვალა 2 ადამიანი, ხოლო ერთმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო.