ცნობილი ხდება, რა საერთო ჰქონდათ თურქეთის სკოლებში თავდასხმაში ბრალდებულებს - დეტალები
1776369256
მსახიობი ნინო ლეჯავა მეოთხე შვილის გაჩენის ისტორიას იხსენებს. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდში მიიღო მაშინ, როცა გარშემო განსხვავებული მოსაზრებები და რჩევები ისმოდა. თუმცა, საბოლოოდ საკუთარ ინტუიციასა და რწმენას ენდო და მეოთხე შვილის გაჩენა გადაწყვიტა.
„როგორ ვითარებაშიც მეოთხე შვილი გავაჩინე, ეს იყო საოცრება... მეუბნებოდნენ: მოიშორე, მოიშორე, როგორ რისკავ. ჩემიანი, სხვისიანი, უახლოესი მეგობარი, დედა... რავიცი, ყველა.
მივხვდი, მე თუ ამას გავაჩენ, ყველაფერი წავა სხვანაირად. და თუ ღმერთს უნდა ამ ბავშვის გაჩენა, ყოველთვის მომცემს მის ლუკმას...“, - ამბობს ნინო ლეჯავა.