„კვირას ყველა გეძებდა და გკითხულობდა...“ - საბერძნეთში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

გლოვა

საბერძნეთში ქართველი ემიგრანტი, ნანა ხუროძე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა. 

„კიდევ ერთი ქართველი ქალი გარდაიცვალა საბერძნეთში! ჩვენო ნანა! ყველასათვის მოულოდნელი იყო ნანა შენი გარდაცვალება. კვირას ყველა გეძებდა და გკითხულობდა.

როგორ გინდოდა საქართველოში დაბრუნება და ერთადერთ შვილის საფლავზე მისვლა... გენატრებოდა, უსაშველოდ გენატრებოდა ნაადრევად წასული შენი ლევანიკო... შენს თავს გაღიმებასაც კი უკრძალავდი. ვერ შეძელი წასვლა, ვერ მოასწარი, თუმცა წასასვლელიც კი არსად გქონდა... ვერ წაიღე შენი დაობლებული და გატანჯული სული საქართველოში... რამდენი პასუხგაუცემელი კითხვა გტკიოდა, რამდენი დარდი და მონატრება. ყველაზე მეტად დაუფასებლობას ვერ იტანდა და ვეღარ გაუძლო შენმა დარდით დატანჯულმა გულმა. ნანა, ყველას გვემახსოვრები როგორც ერთი ქართველი ქალი და დედა, თბილი და კეთილი გულის ადამიანი. დიდი გზა გიდევს ნანა: ათენი, ქუთაისი და გზა ლევანიკომდე... „კალო ტაქსიდი“, ნანა. სანთელ-სარკმეველი გინათებდეს გზას სასუფევლამდე. უფალმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი!“ - წერს გულო რატიანი.