1745299467
ჩინეთში გაიხსნა კლინიკა მათთვის, ვისაც სამსახურში სიარული არ უნდა

ჩინეთში, ქალაქ ცინჰუნდაოს კლინიკაში ამბულატორიულმა სამსახურმა დაიწყო მუშაობა, რომელიც ადამიანებს სამსახურში არსიარულის სურვილთან ბრძოლაში ეხმარება.
პროგრამა მიმართლებია შრომასთან დაკავშირებულ შფოთვასა და დეპრესიასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაზე. პროგრამა მანამდე გახსნილი „სკოლის არსიყვარულის კლინიკის“ გაგრძელებაა, სადაც ეხმარებიან მშობლებს, რომელთა შვილებსაც სკოლაში სტრესისა და ემოციური სირთულეების გამო არ უნდათ.
ახალი კლინიკა ეხმარება მათ, ვინც დაღლილობას, ემოციურ გამოფიტვას გრძნობს ან თავისი მუშაობის ღირებულებაში ეპარება ეჭვი. სპეციალისტები პაციენტის ემოციურ მდგომარეობას აფასებენ, გარკვეული დაავადებების გამოსარიცხად კი ფიზიკურ ჯანმრთელობასაც უმოწმებენ. აუცილებლობის შემთხვევაში ექიმები მკურნალობის ინდივიდუალურ გეგმას ამუშავებენ. დიდი ინტერესის მიუხედავად, პაციენტების რაოდენობა კლინიკაში შეზღუდულია.