მყრალი ''სიურპრიზი'' - რატომ მალავენ ხელოსნები რემონტის დროს დამკვეთის სახლის კედელში უმ კვერცხს
1752003071
ევროპაში ექსტრემალურად მაღალი ტემპერატურა, სავარაუდოდ, სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლის მიზეზი ხდება. შესაბამისი დასკვნა ბრიტანელმა სპეციალისტებმა კვლევაზე დაყრდნობით გამოაქვეყნეს.
ახალი მეთოდით, შესაძლებელი სწრაფი ანალიზის თანახმად, ადამიანური ჩარევის შედეგად გამოწვეულმა კლიმატის ცვლილებამ, ევროპაში, 23 ივნისიდან 2 ივლისამდე პერიოდში, სიცხის ტალღის ზრდა და, შესაძლოა, სიცხისგან გამოწვეული სიკვდილიანობის რიცხვიც გაზარდა. ამის შესახებ ლონდონის იმპერიული კოლეჯის, ასევე ლონდონის ჰიგიენის და ტროპიკული მედიცინის ინსტიტუტის ერთობლივ კვლევაშია საუბარი.
ამავე კვლევის თანახმად, ივნისის ბოლოს და ივლისის დასაწყისში, ევროპა ექსტრემალურმა სიცხემ მოიცვა, რამდენიმე ქვეყანაში ტემპერატურა +40°C გრადუსზე მეტიც დაფიქსირდა. ვარაუდობენ, რომ სიცხის ტალღა გაძლიერდა ადამიანის ჩარევის შედეგად გამოწვეული კლიმატური ცვლილების ფონზე, რამაც უკვე გამოიწვია დედამიწის ზედაპირზე ჰაერის საშუალო ტემპერატურის დაახლოებით 1.3°C-ით ზრდა. სწრაფმა კვლევამ, რომელსაც ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლის (LSHTM) და ლონდონის იმპერიული კოლეჯის მკვლევრები ხელმძღვანელობდნენ, 12 ევროპული ქალაქის ამინდის ისტორიული მონაცემები გააანალიზა. მეცნიერების ვარაუდით, კლიმატის ცვლილებამ სიცხის ტალღა 1-დან 4°C-მდე უფრო ცხელი გახადა.
მთელ ევროპაში ტემპერატურასთან დაკავშირებული სიკვდილიანობის შესახებ წინა წლებში გამოქვეყნებული შედეგებისა და თითქმის რეალურ დროში ანალიზისთვის შემუშავებული ჩარჩოს გამოყენებით, მკვლევრებმა გამოთვალეს სიცხესთან დაკავშირებული სიკვდილიანობა, რომელიც შესაძლოა ბოლოდროინდელ მაღალ ტემპერატურას მიეწეროს.
დასკვნის თანახმად, 12 ქალაქში, 10-დღიანი პერიოდის განმავლობაში დაფიქსირებული ექსტრემალური ტემპერატურის შედეგად, შესაძლოა, დაახლოებით 2300 ადამიანი გარდაცვლილიყო, რაც დაახლოებით 3-ჯერ აღემატება ადამიანის ჩარევით გამოწვეული კლიმატის ცვლილების გარეშე სიკვდილიანობის სავარაუდო მაჩვენებელს (800 სიკვდილი).
ეს, გლობალური დათბობის შედეგად გამოწვეული სიცხის დროს სიკვდილიანობის, დაახლოებით 65%-ია.
დოქტორი პიერ მასელო, LSHTM-ის ასისტენტ-პროფესორი და კვლევის თანაავტორი:
"მსოფლიოს დათბობის ტემპით, სიცხის ტალღები არ ქრება და ჩვენ უნდა მოვემზადოთ მათი საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე ზემოქმედებისთვის. ქალაქებს შეუძლიათ ადაპტირება ხეების დარგვით, მანქანებისთვის გამოყოფილი სივრცის შემცირებით და ყველაზე დაუცველებზე ზრუნვით. საბოლოო ჯამში, საშინელი შედეგების თავიდან აცილების საუკეთესო გზა სათბურის გაზების ემისიების აგრესიულად შემცირებაა".
დოქტორი მალკოლმ მისტრი, LSHTM-ის კლიმატისა და გეო-სივრცითი მოდელირების ასისტენტ-პროფესორი, კვლევის თანაავტორი: "ჩვენი კვლევა აჩვენებს, თუ რატომ არის სიცხის ტალღები ცნობილი, როგორც ჩუმი მკვლელები. მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთში, საფრანგეთსა და იტალიაში უკვე დაფიქსირდა სიკვდილიანობის რამდენიმე შემთხვევა, მოსალოდნელია, რომ ევროპაში კიდევ ათასობით ადამიანი დაიღუპება წელს ივნისის ბოლოს დაფიქსირებული მაღალი ტემპერატურის შედეგად. საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლებს ხშირად შეიძლება დაახლოებით ექვსი თვე დასჭირდეს სიცხის ტალღებით გამოწვეული სიკვდილიანობის მონაცემების გამოსაქვეყნებლად და მაშინაც კი, სიცხე, როგორც შესაძლო ფაქტორი, იშვიათად ფიქსირდება ადამიანის გარდაცვალების დროს".
"ევროპის მასშტაბით სხვადასხვა მეტეოროლოგიური და ჯანდაცვის ორგანოების მიერ სიცხესთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ადრეული რეკომენდაციების გათვალისწინებით, ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი დასკვნები ფაქტობრივი მსხვერპლის გადაჭარბებული მაჩვენებელი იქნება. გვჯერა, რომ მნიშვნელოვანია ამ გაფრთხილებების ახლავე გამოქვეყნება, რათა რაც შეიძლება მეტ ადამიანს მივაწვდინოთ ინფორმაცია და წავახალისოთ ისინი, მიიღონ დამატებითი სიფრთხილის ზომები, რათა უკეთ მოემზადონ ამ სეზონზე ევროპაში მოსალოდნელი შემდგომი სიცხისთვის" - განაცხადა პროფესორმა.
ლონდონის იმპერიული კოლეჯის გრანტჰემის ინსტიტუტის კლიმატის ცვლილებისა და გარემოს ლექტორმა და კვლევის თანაავტორი, დოქტორი გარიფალოს კონსტანტინუდისი:
"კლიმატის ცვლილება კლავს. ის აძლიერებს სიცხის ტალღებს და დაუცველ ადამიანები სიკვდილის ზღვრამდე მიჰყავს. ეს კვლევა აჩვენებს, რომ დათბობის ყოველი მცირე ნაწილი უზარმაზარ განსხვავებას ქმნის, იქნება ეს 1.4, 1.5 თუ 1.6°C.
"ეს, ერთი შეხედვით, მცირე ცვლილებები გამოიწვევს უფრო ცხელ სიცხის ტალღებს და სიცხით გამოწვეული სიკვდილიანობის უზარმაზარ ზრდას", - დასძინა კონსტანტინუდისმა.