ახალციხეში, საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის ბავშვის ექსპერტიზის პასუხი ცნობილია
1752263534
საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი 2019 წლის 20 ივნისს ჩატარებულ საპოლიციო ღონისძიებას აფასებს.
„იყო ძალიან დიდი დოზით წარმოდგენილი ძალადობა მომიტინგეთა მხრიდან. ჩვენ გვახსოვს პარლამენტის შენობის შტურმის ამსახველი არაერთი კადრი. ამავდროულად იყო საპოლიციო ღონისძიება იმ სახით ჩატარებული, სადაც გამოყენებული იყო ისეთი საშუალებები, რომელთა გამოყენების საჭიროების საკითხი შესაძლოა, არ დამდგარიყო დღის წესრიგში, თუკი იქნებოდა ბევრად უფრო ადეკვატური და პროფესიონალური მიდგომა იმ ადამიანის მხრიდან, ვინ ხელმძღვანელობდა ამ ღონისძიებას“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ „სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის საქმეზე დაადგინა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა პროცედურულ ნაწილში და სახელმწიფოს დაევალა გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება“.