არუნ ხათრი კიბოს, კისტების და ანთების საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს
1781035366
ამ წუთებში, კიდევ ერთი ხანძარია თბილისში, წერეთლის გამზირზე.
არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ჰიპერმარკეტ „გორგიას“ ტერიტორიაზე, საწყობში გაჩნდა.
როგორც ,,პრაიმტაიმს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე იმყოფებიან მეხანძრე-მაშველები.
მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.
ხანძრის ამსახველ ფოტოს ,,ჩემი ქალაქი მკლავს" ავრცელებს.
შეგახსენებთ, თბილისში ეს დღეს უკვე მეოთხე ხანძარია.