ამინდი მკვეთრად იცვლება - სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ
1754673696
ხინკლის დღეები, გასართობი პროგრამა, სპორტულ-შემეცნებითი ტურები, და მრავალფეროვანი მუსიკა - საქართველოს მთავრობისა და უშუალოდ პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, მთის კვირეული გაიმართება.
თუშეთსა და ყაზბეგში 16-17 ივლისს არის დაგეგმილი სხვადასხვა აქტივობები. წელს პირველად ხინკლის დღეები გაიმართება, სადაც ადამიანები გაეცნობიან მთის ხინკლის ისტორიას, თავად შეძლებენ ხინკლის სწორად მოხვევას, დააგემოვნებენ ადგილობრივი ტრადიციებით დამზადებულ ლუდსა და კერძებს, დაესწრებიან ქსოვისა და რეწვის გაკვეთილებს, მოუსმენენ მრავალფეროვან მუსიკას.
ასევე, ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა სპორტული აქტივობები და შემეცნებითი ტურები. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ ღამე სპეციალურად მოწყობილ კემპინგის ზონაში გაათენონ.
23 ივლისს მთის დღეები ასევე გაიმართება მესტიასა და შოვში, სადაც ასევე წარმოდგენილი იქნება მრავალფეროვანი გასართობი და შემეცნებითი პროგრამა.
რა ხდება ამ წუთებში თბილისის გასასვლელში
1754681764
დედოფლისწყაროში გიურზამ კაცი დაკბინა
1754679139