„ნუ დატოვებთ ჭურჭელს ნიჟარაში“ - გოგა მანიას გაფრთხილება
1781127240
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე კაცის პასუხისმგებლობის შესახებ საუბრობს და გოგონებს მიმართავს.
„ძალიან ხშირად გოგონებს ეშლებათ ხოლმე, უყვართ ერთმანეთი და ვაჟს ქორწინებამდე თავის თავს უთმობს. ეს სერიოზული შეცდომაა. გოგონების საყურადღებოდ მინდა ვთქვა, კაცი, რომელიც გეუბნება მიყვარხარო და პასუხისმგებლობას არ იღებს [ოფიციალური ქორწინება, ჯვრისწერა, ოჯახები, დასახელება, რომ ჩემი მეუღლეა], ეს ყველაფერი თუ არ აქვს კაცს, ე.ი მაინცდამაინც სანდო არ არის.
კაცი შეიძლება ცუდიც იყოს და მატყუარაც, მაგრამ ხშირად ამის გამო არ ხდება - ორი ადამიანის ერთად ყოფნა ადვილი არ არის. როდესაც მათი ეგოიზმი ერთმანეთს ეჯახება, პასუხისმგებლობით დატვირთულები როცა არიან, ამ ეგოიზმის ამოფრქვევებს პასუხისმგებლობები აჩერებს და ოჯახის რღვევის საშუალებას არ აძლევს. როცა ეს პასუხისმგებლობები არ არის, იტყვიან „დავიღალე და წავედი“, - ამბობს სასულიერო პირი.