„თუ გსურთ, თქვენი ფოტო მაგიური ზეგავლენებისგან გამოუსადეგარი იყოს...“ - რას გვირჩევს ეზოტერიკოსი

ფოტო

რა უნდა გააკეთო იმისთვის, რომ შენი ფოტო ჯადოსთვის გამოუსადეგარი იყოს - ამაზე ეზოტერიკოსი საუბრობს.

„თუ გსურთ, თქვენი ფოტო მაგიური ზეგავლენებისგან გამოუსადეგარი იყოს ერთ-ერთი საშუალებაა, ატაროთ დამცავი. არ აქვს მნიშვნელობა, ფოტოში გიჩანთ თუ არა. მთავარია, დამცავი გეკეთოთ ფოტოს გადაღებისას.

ასევე, ფოტოების ფილტრით დამუშავების ტექნიკაც არის. რაც უფრო მეტად დამუშავებულია ფილტრით სახე, მით უფრო შორდება იმ რეალურ სახეს, რაც ადამიანს აქვს. შესაბამისად, ასეთი ფოტოებიც გამოუსადეგარია.

ნუ გადაიღებთ ისეთ ადგილებში ფოტოებს, რომელსაც მძიმე ენერგეტიკა აქვს. მაგალითად, სასაფლაოებზე. სხვათა შორის, არც ეკლესიაში არის ფოტოს გადაღება კარგი იდეა…

რაც შეეხება დამცავებს, ერთ-ერთი არის ვერცხლი, ასევე მინერალები, ეზოტერული სიმბოლოები, მცენარეული დამცავებიც შეიძლება,“ - ამბობს ეზოტერიკოსი.