ვანგას წინასწარმეტყველება 2025 წლისთვის - რა ელის კაცობრიობას
1752103172
კანადაში ქართველი ახალგაზრდა საბა ქვრივიშვილი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში დეკანოზი თომა ბეკურიშვილი ავრცელებს.
„კანადაში მცხოვრებო ძვირფასო ქართველებო, მძიმე გულით გაცნობებთ ტრაგიკულ ამბავს - გარდაიცვალა ჩვენი თანამემამულე, ახალგაზრდა ვაჟკაცი, საბა ქვრივიშვილი, რომელიც სიცოცხლის დასაწყისშივე გამოემშვიდობა ამ ქვეყანას.
საბა არ იყო საქართველოს მოქალაქე, რის გამოც, სახელმწიფო ვერ ფარავს მის სამშობლოში გადასვენების ხარჯებს. როგორც ყოველთვის, ახლა კიდევ ერთხელ გვმართებს გაერთიანება, რათა დავუდგეთ მხარში მის ოჯახს ამ უმძიმეს წუთებში.
საბას გადასვენების ღირებულება შეადგენს 12,200 კანადურ დოლარს, რაც არ მოიცავს სხვა დამატებით ხარჯებს. თითოეული ლარი თუ დოლარი მნიშვნელოვანი დახმარება იქნება ამ ლამაზი ოჯახისათვის, რათა შეძლონ მათი საყვარელი შვილი მიაბარონ სამშობლოს მიწას.
ამ მიზნით დავიწყეთ GoFundMe ონლაინ დახმარების პროექტი, რათა შევაგროვოთ საჭირო თანხა. ნებისმიერი დახმარება — მცირე თუ დიდი — იქნება ოჯახის თანაგრძნობა და მნიშვნელოვანი შეწევნა.
პანაშვიდი იგეგმება ოთხშაბათს, 18:00 საათზე, მისამართზე:
Kane-Jerrett Funeral Homes.
6191 Yonge St, Toronto, ON M2M 4K4.
https://maps.app.goo.gl/BH5ZxP9dF2ZbKd2g7
გავერთიანდეთ, როგორც ყოველთვის. ღრმა მწუხარებითა და თანაგრძნობით“, - წერს მამა თომა.