ვანგას წინასწარმეტყველება 2025 წლისთვის - რა ელის კაცობრიობას
1752103172
ქართველი ვარსკვლავის კიდევ ერთი წარმატება და აღიარება - ხვიჩა კვარაცხელიას "პარი სენ ჟერმენმა", მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში მადრიდის "რეალი" დამაჯერებლად, 4:0 დაამარცხა და ფინალის საგზური გაინაღდა.
ხვიჩა კვარაცხელიას საოცნებო გუნდთან, "მადრიდის რეალთან" გოლი არ გაუტანია, თუმცა ფრანგულმა მედიამ მოედანზე ქართველი ფეხბურთელის თამაში გამოარჩია და მაღალი ქულაც დაუწერა.
ფრანგები მოწინააღმდეგეს პირველივე წუთებიდანვე უტევდნენ. მე-6 წუთზე, ანგარიშის გახსნა ფაბიან რუისმა შეძლო, "პარი სენ ჟერმენი" დემბელეს გოლით დაწინაურდა, 24-ე წუთზე კი რუისმა დუბლი შეასრულა და ანგარიში 3:0 გახადა.
"რეალი" საგოლე მომენტებს ვერც მეორე ტაიმში ქმნიდა, პარიზული გრანდი კი ძალებს ზოგავდა და მხოლოდ უპირატესობის შენარჩუნებას ცდილობდა. ლუის ენრიკემ რამდენიმე მოთამაშე ნაადრევად დაასვენა და ხვიჩა კვარაცხელიაც, 59-ე წუთზე შეცვალა. გონსალო რამოშმა 88-ე წუთზე მეოთხე გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა.
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში, "პსჟ" ლონდონის "ჩელსის" დაუპირისპირდება. გადამწყვეტი შეხვედრა 13 ივლისს, ნიუ ჯერსის შტატის ქალაქ ისტ რუზერფორდში, "მეტლაიფ სტედიუმზე" გაიმართება.