ვანგას წინასწარმეტყველება 2025 წლისთვის - რა ელის კაცობრიობას
1752103172
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 ივლისს, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.
„გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 ივლისს, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ჭართალი, წითლიანა, წინა და უკანა მხარი, ზენუბანი, ბუჩაანთკარი, ხანდო, ჩანადირთკარი, მლაშე, ბოდორნა, მლაშე, კოჭობა, თხილიანა, ბულაჩაური, აბანოსხევი, ქუბრიაანი, ქოჩორაანი, დავათი და მიმდებარე სოფლებში, ბაზალეთის ტბაზე.
11:00 საათიდან 18:00 საათამდე, სოფლებში: არღუნი, ახალი ტონჩა, ჯავახიანთკარი, დუდაურები, ვეძათხევი, ველთაურთკარი, ოქრუაანი, მილახვრიანი.
11:00 საათიდან 15:00 საათამდე, დენი გაეთიშებათ მომხმარებლებს მცხეთის რაიონის სოფლებში: ძალისი, ილტოზა, ვაზიანი, ერედა, ქანდა, პატარა ქანდა, მჭადიჯვარი;
11:00 საათიდან 17:00 საათამდე, სოფლებში: მუხრანი, ვარდისუბანი, ქსოვრისი, ძველი ქანდა, ბურიანი.
12:00 საათიდან 18:30 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდებათ აბონენტებს სოფლებში: თხინვალა, ლისი, ზემო ლისი, მსხალდიდი, ქვემო ლისი.
13:00 საათიდან 18:00 საათამდე, დენი გაითიშება თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ქვემო და ზემო არტანი, დულუზაურები, ჭურჭელაურები, მამადაანები, სხლოვანი, ღორღა და მიმდებარე სოფლებში.
მათივე განმარტებით, სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.