გადაწყვეტილება მიღებულია! - ევროპაში მოგზაურობის წესები შეიცვალა
1752054234
იწვევს თუ არა მზისგან დამცავი სიმსივნეს? ამ კითხვას დერმატოლოგი დეა ებრალიძე პასუხობს.
„თუკი, მზის დამცავს შეფუთვაზე აწერია 0 თვიდან, ის გამოიყენება როგორც ბავშვებში, ასევე მოზრდილებში. მაგრამ თუ ეს წარწერა ზედაპირზე არ არის, შესაბამისად, ბავშვისთვის ცალკე უნდა შევიძინოთ და მოზრდილისთვის - ცალკე.
რაც შეეხება მზის ულტრაიისფერ გამოსხივებას, ვიცით, რომ გვაქვს ულტრაიისფერი A და B სხივები, ვერ გამოვყოფ, რომელი უფრო საზიანოა. ორივეს თავისი ნეგატიური გავლენა გააჩნია, მაგრამ ულტრაიისფერი A სხივი არის შედარებით გრძელი სხივი, რომელიც ღრმად აღწევს კანში, მაგრამ ჩვენი კანის მყისიერ დამწვრობას არ იწვევს. უფრო მეტად ათბობს ქსოვილებს და გარკვეული პერიოდის შემდეგ, შეიძლება, განვითარდეს ესა თუ ის ცვლილება.
B სხივს რაც შეეხება, ის მოკლე სხივია, არ აქვს მაღალი შეღწევადობა, ჩვენი კანის ზედაპირზე რჩება და ის არის დამწვრობის პასუხისმგებელი.
ფილტრები გვაქვს მინერალური და ქიმიური. ფიზიკურ ფილტრებში შედის თუთიის ოქსიდი, ტიტანის დიოქსიდი და ეს ის კომპონენტებია, რომლებიც ბლოკავს სხივების მოქმედებას ჩვენი კანის ზედაპირზე, ირეკლავს და შეღწევის საშუალებას არ აძლევს. გააჩნია, მზის დამცავის სტრუქტურას. კითხვები ჩნდება იმ მზის დამცავზე, რომელშიც ქიმიური ფილტრი შედის. იქ შემავალი კომპონენტები უფრო მეტად ღრმად შედის კანში და შესაძლებელია, ესა თუ ის ნეგატიური გავლენა იქონიოს.
მაგრამ, რაც უნდა იყოს, ჩვენი მზისგან დამცავი ორივე სხივისგან უნდა გვიცავდეს, როგორც A, ასევე, B-სგან. ყოველდღიურად, შეგიძლიათ SPF 50%-იანი გამოიყენოთ,“ - განმარტა დეა ებრალიძემ.