ვანგას წინასწარმეტყველება 2025 წლისთვის - რა ელის კაცობრიობას
1752103172
ვაშინგტონი კიშინიოვს 25%-იან ტარიფებს უწესებს - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ მოლდოვის პირველი პირისთვის გაგზავნილ წერილშია აღნიშნული. გზავნილი თავად დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
როგორც ტრამპი წერს, ისინი წლები განიხილავდნენ მოლდოვასთან სავაჭრო ურთიერთობებს და დაასკვნეს, რომ საჭიროა სავაჭრო დეფიციტის შეჩერება, რომელიც გამოწვეულია მოლდოვის პოლიტიკითა და სავაჭრო ბარიერებით.
გადასახადების გაზრდის თავიდან ასაცილებლად ბოლო ვადად პირველი აგვისტო სახელდება.
მსგავსი წერილები მოლდოვასთან ერთად მიიღეს კიდევ შვიდი ქვეყნის ლიდერებმა - მათ შორის ბრაზილიის, ფილიპინების, ალჟირისა და ერაყის პრეზიდენტებმა. აქედან ყველაზე დიდი, 50%-იანი ტარიფის დაწესება ბრაზილიას ემუქრება.
ახალი სატარიფო განაკვეთის შესახებ ორი დღის წინ დონალდ ტრამპმა წერილები 14 ქვეყნის ლიდერებსაც გაუგზავნა.