ვანგას წინასწარმეტყველება 2025 წლისთვის - რა ელის კაცობრიობას
1752103172
სავსემთვარეობასთან დაკავშირებით, ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი მნიშვნელოვან რეკომენდაციას ავრცელებს.
„შეგახსენებთ, რომ დღეს 10 ივლისს არის სავსემთვარეობა! ხოლო საქართველოს დროით ღამის 00:38 წუთზეა ანუ 11 ივლისი რომ დაიწყება. ასე რომ, ვინც საქართველოს ფარგლებს გარეთ ცხოვრობს, მაგალითად, ჩვენი ძვირფასი ემიგრანტები, მათთვის 10 ივლისს არის, თუმცა ნეგატიური ენერგიები აქაც შესამჩნევი იქნება დღეს და ამიტომაც მინდა, კიდევ ერთხელ მოგიწოდოთ გულისხმიერებისკენ. მოერიდეთ ნეგატიურ ადამიანებსა და ინფორმაციებს!
კვება მსუბუქი. გამორიცხეთ ალკოჰოლი და თამბაქო. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე, მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს დღეს და ხვალ შეძლებისდაგვარად ნუ მიიღებთ, უმჯობესია ორშაბათისთვის გადადოთ, თუ შესაძლებელია, თუ არა და მაშინ სამმაგი ყურადღებით იყავით, რათა დაიზღვიოთ თავი შეცდომებისგან.
მნიშვნელოვნად გაგაძლიერებთ ლოცვა, დალოცვა, სიყვარულით აივსეთ და გულუხვად გაუგზავნეთ ყველას სიყვარული, ბედნიერება, სიხარული, ჯანმრთელობა და დღეგრძელობა. გაუგზავნეთ უფალს მადლიერება ყველაფრისათვის!
აკონტროლეთ თქვენს მიერ წარმოთქმული სიტყვა, უმჯობესია, მაქსიმალურად შეამციროთ საუბარი და საკუთარი შინაგანი სიმშვიდის ჰარმონიულ ბალანსზე იზრუნეთ. სიკეთე გქონოდეთ,“ - წერს ასტროლოგი.