გეგმაზომიერად ურეცხავენ ჩვენს ახალგაზრდებს ტვინს, გეგმაზომიერად ცდილობენ, რომ ამოეშანთათ მათი გულიდან ღმერთი, ღვთისადმი სიყვარული, პატრიოტული გრძნობები - მამა საბა

მამა საბა

გეგმაზომიერად ურეცხავენ ჩვენს ახალგაზრდებს ტვინს. გეგმაზომიერად ცდილობდნენ, რომ ამოეშანთათ მათი გულიდან ღმერთი, ღვთისადმი პატივისცემა, სიყვარული, პატრიოტული გრძნობები, ოჯახური ღირებულებები და ყველაფერი სი ფუნდამენტი, რამაც ჩვენ დღემდე მოგვიყვანა - მამა საბა ჭიკაიძე, დათა თავაძის სპექტაკლს, სპეციალური ვიდეოთი გამოეხმაურა.

 

"შექმნეს თავიანთი უმაღლესი სასწავლებლები, რომლებიც გეგმაზომიერად ურეცხავენ ჩვენს ახალგაზრდებს ტვინს. გეგმაზომიერად ცდილობდნენ, რომ ამოეშანთათ მათი გულიდან ღმერთი, ღვთისადმი პატივისცემა, სიყვარული, პატრიოტული გრძნობები, ოჯახური ღირებულებები და ყველაფერი სი ფუნდამენტი, რამაც ჩვენ დღემდე მოგვიყვანა. ნუთუ ასეთი ძნელი დასამარხია ეს. ჩვენ დღეს უკვე შედეგი მივიღეთ, მაგიტომ გავამახვილე ყურადღება ჩემი შვილების თაობაათქო, ზუსტად ის თაობაა, რომლებიც ამ უმაღლეს სასწავლებლებში აღიზარდნენ. უღმერთობაში გაიზარდნენ. შეგნებულად გამოცალეს ამ ადამიანებს ღმერთი, ის რაც ღირებულია და რაზეც იდგა მუდამ საქართველო და აი, შედეგი, სადამდე მივედით. ეს სიკვდილია ხალხო, სულიერი სიკვდილი, ამაზე უარესი აღარაფერი აღარ არსებობს. ღმერთმა ინებოს და სინანული მისცეს ამ ადამიანებს. საცოდაობაა, როგორ შეიძლება მსგავსი რამ ხდებოდეს ჩვენთან- ქრისტიანულ ქვეყანაში. ეს მოაქვს ღირებულებების ცვლილებებს. ამის გვეშინია ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ქართველს. შეიძლება მცირე ნაწილია ისინი, ვინც გულშემატკივრები არიან უღმერთობის, მაგრამ ხომ არიან. ჩვენ ისედაც ძალიან ცოტანი ვართ ქართველები, ჩვენ არცერთი დასაკარგი არ გვყავს დასაკარგი, ყველას უნდა გავუფრთხილდეთ.

ზოგიერთმა ადამიანმა ამ ვიდეოს შემდეგ შეიძლება ხელისუფლების პროპაგანდისტის იარლიყი მომაწეროს, მაგრამ არ არის ასე ჩემო ძვირფასებო, ვინც მე მიცნობს, იმან კარგად იცის ეს.

თუ კრიტიკაა საჭირო, ერთ-ერთი პირველი მე ვარ კრიტიკოსი - გინდ ხელისუფლება იყოს და გინდ ოპოზიცია, მაგრამ დაუკვირდით რა ხდება. კი, ძალიან ბევრ შეცდომებს უშვებს ჩვენი დღევანდელი ხელისუფლება, მეც ნამდვილად არ მომწონს ის რაც დღეს ხდება, ნამდვილად არ მომწონს ძალადობა, ვაპროტესტებ, რომ ბავშვები დაიჭირა ხელისუფლებამ და უსამართლოდ ჰყავს დღეს დაკავებული, ეს ნამდვილად სერიოზული შეცდომაა ხელისუფლების და შეცდომაა ისიც, რომ მათ თავადვე არ დაგმეს ის ძალადობა, რაც მათი მხრიდან ხდებოდა, თავადვე არ დასაჯეს ის ადამიანები თავის დროზე, ამით საზოგადოების სამართლიანი გულისწყრომა გამოიწვიეს. თუმცა, მეორე მხრივ შეხედეთ რა ხდება იქით მხრიდან, ამას ვებრძვით ჩვენ, როცა ვსაუბრობთ, რომ დასავლეთიდან შემოსულ მახინჯ, ყალბ, დამანგრეველ იდეოლოგიას ვებრძვით. ეს უკვე გადაგვარებული ქართველია, რომელსაც სახელის და გვარის გარდა არაფერი აღარ აქვს ქართული შერჩენილი.

ამისი უნდა გვეშინოდეს. თავისუფლება ჰქვია ამ სპექტაკლს, ხედავთ? თურმე ეს ყოფილა ამ და მსგავსად მოაზროვნე ადამიანებისთვის თავისუფლება, როდესაც ასე ღიად შეუძლიათ ღმერთს აგინონ, სცენიდან,"- განაცხადა მამა საბამ.