„სახლში ნახეს გარდაცვლილი...“ - ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
1779479477
ლადო მასწავლებელს საზოგადოების დახმარება სჭირდება:
„მეგობრებო, დღეს თქვენთან ძალიან დიდი თხოვნით მოვედი…
არსებობენ ადამიანები, რომელთა მნიშვნელობას სიტყვებით ვერ გადმოსცემ.
ლადო მასწავლებელი ჩემთვის სწორედ ასეთი ადამიანია — ძალიან ძვირფასი, კეთილი, ნათელი და განსაკუთრებული ადამიანი.
ბევრმა იცით, რომ ვანო აღარ არის ჩემ გვერდით… ხორციელად აქ არ არის, მაგრამ მის გვერდში დგომას ყოველდღე ვგრძნობ. ვიცი, რომ მიყურებს, მხედავს და თავის უხილავ მფარველობას არასოდეს მაკლებს.
და დღეს მთელი გულით მჯერა, რომ ვანოს სიყვარულით და თქვენი სიკეთით ლადოსაც გავაძლიერებთ.
ლამარა დეიდამ უკვე გადაიტანა უდიდესი ტკივილი — მან ვანო დაკარგა…
ამხელა დანაკარგის შემდეგ დღეს ისევ უმძიმეს ბრძოლაშია — იბრძვის ლადოს სიცოცხლისთვის. მთელი გულით გთხოვთ, გავერთიანდეთ, რომ ლადო მის გვერდით იყოს, რომ ლამარა დეიდას ისევ ჰქონდეს შვილის ჩახუტების ბედნიერება, იმედი და სიმშვიდე.
ლადოს სასწრაფოდ სჭირდება სიცოცხლისთვის აუცილებელი ოპერაცია, რომლის ღირებულებაც
80 000 ევროს შეადგენს.
ეს ძალიან დიდი თანხაა, რისი საშუალებაც ოჯახს არ აქვს, მაგრამ როცა ადამიანები ერთიანდებიან, შეუძლებელი შესაძლებელი ხდება.
გეხვეწებით, ვისაც როგორ შეგიძლიათ — დახმარებით, გაზიარებით, თანადგომით — გვერდში დაგვიდექით.
ძალიან მინდა ლადო აქ მყავდეს.
მისი ღიმილი, მისი სიკეთე, მისი არსებობა ძალიან ბევრს ნიშნავს.
არ დამტოვოთ ამ თხოვნაში მარტო…
ზოგჯერ ერთი გაზიარება, ერთი ლარი, ერთი გულწრფელი მხარდაჭერაც კი სიცოცხლის ტოლფასია.
გთხოვთ, გავერთიანდეთ ლადოსთვის.
მჯერა, სიკეთე აუცილებლად გაიმარჯვებს. 🙏
#GE36BG0000000612412184 - ₾, € ,$ საქართველოს ბანკი
#GE32TB7925845064300122 - ₾, € ,$
თბს ბანკი
#მიმღები: ვლადიმერ წიკლაური"