„სახლში ნახეს გარდაცვლილი...“ - ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
1779479477
ალპინისტი და სამთო გამყოლი, 29 წლის ნიკოლოზ ფალიანის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა.
ნიკო ფალიანის და, ქეთი ფალიანი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და წერ:
„ზუსტად ერთი წელი გავიდა იმ დღიდან, როცა ჩვენი ოჯახის ძალიან დიდმა სიყვარულმა, სხვა სამყაროში გადაინაცვლა. ადამიანი, რომელიც იყო, არის და იქნება ამ და ყველა დროის, ყველა ეპოქის საუკეთესო, მიზანდასახული, შრომისმოყვარე, გამორჩეული და განუმეორებელი სამთო გამყოლი! სიკეთის, სიყვარულის, ადამიანობისა და გვერდში დგომის ნათელი მაგალითი. ჩვენი ოჯახის უდიდესი ძალა, ყველას გვერდში მდგომი და გზამკვლევი — ნიკო…
ისევ ისე, იმ დღის მსგავსად, მინდა დედამიწა შუაზე გავხეთქო… ისეთი მოუნელებელი და მოუშუშებელი ტკივილი ხარ, რომელიც არასდროს განელდება… იმდენად არ უნდა გულს, რომ დაიჯეროს შენი აქ არყოფნა.
თეთეს ძალიან დიდი სიყვარული ხარ…
როგორ გვჭირდები“.