„მტკვარი არ ისვენებს, ვხედავ, რომ...“ - რას ამბობს გოგა მანია
1749066865
5 ივნისი გარემოს დაცვის მსოფლიო დღეა. ამასთან დაკავშირებით, ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოხალისეობრივი პლატფორმა „ტყის მეგობრის“ ფარგლებში, დასუფთავების მასშტაბური აქცია გაიმართა.
პლატფორმა ტყეების დაცვისა და აღდგენის პროცესებში კერძო სექტორისა და მოხალისეების ჩართულობას ითვალისწინებს.
დასუფთავების აქციაში მონაწილეობა სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა, კერძო სექტორის წარმომადგენლებმა და მოხალისეებმა მიიღეს. ჯვრის მონასტრის ფერდობზე სიმბოლურად წიწვოვანი სახეობის 5 ცალი ნერგიც დაირგო. პროექტის „ტყის მეგობარი“ ფარგლებში, ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, 31 ჰა ფართობისთვის ტყის გაშენების პროექტი მომზადდა.
ახალი ტყე საზოგადოებისა და კერძო სექტორის ჩართულობით შეიქმნება. ტერიტორიაზე, ეტაპობრივად, 25 300 სხვადასხვა სახეობის ხე და ბუჩქი დაირგვება. ჯვრის მონასტრის ფერდობზე გაშენებული ტყე იქნება პირველი პრეცედენტი მასშტაბებისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით.