„მდგომარეობა მძიმეა! ქალი თბილისში გადმოიყვანეს...“ - ახალი დეტალები ხაშურის ტრაგედიაზე
1749239924
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიდევ ერთხელ მოუწოდებს აშშ-ს, ევროპასა და სხვა ქვეყნებს, გააძლიერონ რუსეთზე ზეწოლა.
ზელენსკის თქმით, გასულ ღამეს უკრაინაზე თავდასხმა 400-ზე მეტი დრონითა და 40 რაკეტით განხორციელდა.
„გთხოვთ, მოგიწოდებთ, მხარი დაუჭიროთ ყველა იმ ძალისხმევას, რომ რუსეთზე სამართლიანი ზეწოლა განხორციელდეს. მხარი დაუჭირეთ დიპლომატიას, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ზეწოლას. გთხოვთ, მოითხოვეთ ახალი ეფექტური სანქციები რუსეთისა და მათი რეჟიმის წინააღმდეგ მკვლელობებისა და დარტყმების შეწყვეტის მიზნით, ნამდვილი მშვიდობის მიღწევის მიზნით“, – განაცხადა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, გასულ ღამეს რუსეთმა უკრაინაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. იერიში მიიტანეს დედაქალაქ კიევზე, სადაც სამი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 27 დაშავდა. დრონებითა და რაკეტებით თავდასხმა განხორციელდა ქალაქ ლუცკზეც, სადაც ხუთი ადამიანი დაშავდა.