1746351313
გარდაიცვალა ცნობილი ქართველი პოეტი

გარდაიცვალა პოეტი ენვერ ნიჟარაძე. ინფორმაცია ოჯახის ახლობელი ავრცელებს.
„გარდაიცვალა პოეტი, მთარგმნელი, ლიტერატურათმცოდნე და ჭეშმარიტი მამულიშვილი ენვერ ნიჟარაძე.
ნათელში იყოს შენი სული! “ - წერს სოციალურ ქსელში ლელა ნიჟარაძე.
პოეტი, დრამატურგი, ლიტერატურათმცოდნე ენვერ ნიჟარაძე დაიბადა 1946 წლის 2 დეკემბერს, ლენტეხში. მას 74 წელი შეუსრულდა.1964 წელს დაამთავრა ქუთაისის 23-ე საშუალო სკოლა, ოქროს მედლით. 1977 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, წითელი დიპლომით.1982-1988 წლებში მუშაობდა ჟურნალ „დილის“ მთავარ რედაქტორად, 1988-1991 წლებში კი – მწერალთა კავშირის მდივნად.1991 წელს დაინიშნა საქართველოს მთავრობის თავმჯდომარის მოადგილედ. სახელმწიფო გადატრიალებისა და ეროვნული ხელისუფლების ჩამოგდების შემდეგ მონაწილეობდა წინააღმდეგობის მოძრაობაში.1995 წელს ოჯახთან ერთად წავიდა ემიგრაციაში, სადაც იმყოფებოდა 19 წელი.2014 წლის სექტემბერში დაბრუნდა სამშობლოში.გამოცემული აქვს უამრავი პოეტური კრებული.