„გაითვალისწინეთ“ - მეტეოროლოგის გაფრთხილება მოსალოდნელ ამინდზე

ელჭექი

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე, სოციალურ ქსელში, 10 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ წერს და მოსახლეობას აფრთხილებს.

„10 სექტემბერს, ღამისა და დილის საათებში სანაპირო კურორტებზე და დასავლეთის დაბლობზე მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ლოკალურად ზოგან ძლიერი. გაითვალისწინეთ“, - წერს მეტეოროლოგი.