1752006995
„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 9 ივლისს 06:00-იდან 06:15 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს შეეზღუდება.
კერძოდ, აბონენტებს დუშეთის და მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: მისაქციელი, ახატანი, ნავდარაანთკარი, ახალუბანი, ზაქარო და მიმდებარე სოფლებში; 12:00-იდან 14:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ძეგვი, ხეკორძი, ქსანი, სასხორი და მიმდებარე სოფლებში.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეული რეჟიმით.