„საშიში სიტუაციაა... იყავით ფრთხილად!“ - მეტეოროლოგი მოსახლეობას აფრთხილებს
1758310875
„ქალი, რომელსაც ჰყავს ოჯახი, უნდა იყოს სრულფასოვანი დედა, სრულფასოვანი დიასახლისი, პარალელურად დასაქმებულია და სამსახურშიც უნდა იყოს შემდგარი – ასეთ შემთხვევაში, საკმაოდ რთულია ისეთი შუალედის მოძებნა, რომ ორივეგან სრულფასოვანი იყო“, – ამის შესახებ გადაცემაში, Ajaratv • SHOWS ფსიქოლოგმა, რუსიკო კეჭაყმაძემ ისაუბრა.
ფსიქოლოგი ამბობს, რომ „თუ ქალი, ამ ორმაგ ტვირთს მარტო უმკლავდება, ისე რომ არავინ მისი დამხმარე არ არის სახლში, ამის შემდეგ მიდის საქმე კონფლიქტამდე“
„ქალი, რომელსაც ჰყავს ოჯახი, უნდა იყოს სრულფასოვანი დედა, სრულფასოვანი დიასახლისი, პარალელურად დასაქმებულია და სამსახურშიც უნდა იყოს შემდგარი, კარგი პროფესიონალი. ასეთ შემთხვევაში, საკმაოდ რთულია ისეთი შუალედის მოძებნა, რომ ორივეგან სრულფასოვანი იყო. თუ ქალი, ამ ორმაგ ტვირთს მარტო უმკლავდება, ისე რომ არავინ მისი დამხმარე არ არის სახლში, ეს უკვე რთული ამბავია. ამის შემდეგ მიდის საქმე კონფლიქტამდე. ამ დროს ქალი, როგორც დედა არაეფექტურია.
დანაშაულის განცდა აქვს ოჯახის წევრების წინაშე და როცა დანაშაულის განცდა გაქვს ამ დროს დედა ბავშვს ფაქტობრივად აძლევს მანიპულირების საშუალებას. იმის გამო, რომ დედა ფიქრობს, თითქოს რაღაც დააკლო თავის შვილს, ვინაიდან მასთან ყოფნის მაგივრად სამსახურშია, როდესაც მოდის სამსახურიდან, მოაქვს შვილისთვის უამრავი სათამაშო, ცდილობს რომ მასთან დიდი დრო გაატაროს, ისე რომ ამისგან ბავშვი ფაქტობრივად იღლება და ღარ უნდა. თუ ბავშვს დედა და მამა გვერდით ჰყავს და ეთამაშებიან, სულ არ სჭირდება ბევრი სათამაშო, მაგრამ ეს რაღაც კომპენსირების მექანიზმია ქალისთვის, რომელიც ცდილობს, რომ ამით დანაშაულის გრძნობა გაიქარწყლოს“, - ამბობს ფსიქოლოგი, რუსიკო კეჭაყმაძე.