„ჩემი დედიკო… ცხოვრება დაუნდობელი აღმოჩნდა“ - საბერძნეთში გარდაცვლილ ქართველ ემიგრანტს შაბათს ჩამოასვენებენ

ემიგრანტი

საბერძნეთში ქართველი ქალი, ჯულია თოდუა გარდაიცვალა. 49 წლის ქალი უეცრად ცუდად გახდა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს საავადმყოფოში გადაჰყავდა, თუმცა, გზაში გარდაიცვალა. მას სამშობლოში შაბათს, 12 ივლისს  ჩამოასვენებენ.

„ჩემი დედიკო…. მე უნდა წავსულიყავი მასთან, მაგრამ ცხოვრება დაუნდობელი აღმოჩნდა. ჩემმა სიცოცხლით სავსე დედიკომ სული ემიგრაციაში დალია. დედას ხობში, სოფელ ჭალადიდში დავკრძალავთ“, - ამბობს  გარდაცვლილის შვილი.

ქართველი ემიგრანტი, ჯულია თოდუა, საბერძნეთში პირველ ივლისს გარდაიცვალა.