კარგი ინფორმაცია საბერძნეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის
1754592064
ბუბა კიკაბიძეს დღეს ანდერძის მიხედვით, ვერის სასაფლაოზე, ოჯახის წევრების გვერდით დაკრძალავენ. მანამდე კი სამოქალაქო პანაშვიდი დღეს 12 საათიდან ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზში გაიმართება, საიდანაც სახალხო არტისტს 14 საათზე უკანასკნელ გზაზე გააცილებენ.
ბუბა კიკაბიძის სამოქალაქო პანაშვიდები გასულ დღეებში ქაშვეთის ეკლესიაში მიმდინარეობდა, ღამით კი, ცხედარი ფილარმონიაში გადაასვენეს.
კინომსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი, საესტრადო მომღერალი და სიმღერების ავტორი, ბუბა კიკაბიძე, 15 იანვარს, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.