ბათუმში საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის მეთხუთმეტე საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს

მათემატიკოსთა კავშირი

ბათუმში საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის მეთხუთმეტე საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს.

აქტუალურ საკითხებზე სამასამდე მკვლევარი მოხსენებას წარადგენს. სამეცნიერო კონფერენციის მომხსენებლებს შორის სხვადასხვა ქვეყნის ცნობილი მათემატიკოსებიც არიან. კონფერენცია 6 დღე გაგრძელდება.

ის წელს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 90-ე წლისთავს ეძღვნება.