ამინდი მკვეთრად შეიცვლება - მეტეოროლოგი უახლოეს დღეების პროგნოზს აქვეყნებს

უნალექო ამინდი

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე მიმდინარე დღეების ამინდის პროგნოზს აქვეყნებს და წერს, რომ კალენდარულად შემოდგომის პირველი დღე ისევ ცხელი და მზიანი იქნება.

„დასავლეთ საქართველოში, 1 სექტემბერს ტემპერატურა +37, სანაპირო კურორტებზე +33, აღმოსავლეთ საქართველოში +36 გრადუსს მიაღწევს.

2 სექტემბერს, მთელს ქვეყანაში მოიღრუბლება და გვიან საღამოს შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა, ტემპერატურა უმნიშვნელოდ დაიკლებს.

3 სექტემბერს, როგორც დასავლეთში, ასევე აღმოსავლეთში მოსალოდნელია პერიოდულად ხანმოკლე წვიმა, ელჭექით, შედარებით აგრილდება ყველგან.

4 სექტემბრიდან, საქართველოში გამოიდარებს.

გილოცავთ შემოდგომის მოსვლას, ეს სეზონი იმის დასტურია, რომ ცვლილებებიც შეიძლება ლამაზი იყოს...“,-წერს მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე.