ამ მისამართზე წყალი 9 საათით შეწყდება - GWP მოსახლეობას აფრთხილებს

წყალი

ხვალ, 16 ივლისს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ვაკის რაიონში, ვაჟა-ფშაველას II კვარტალის N21-ის მიმდებარედ წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები, მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოების ძირითად ნაწილს ღამის საათებში, ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 16 ივლისს, საღამოს 22:00 საათიდან 17 ივლისის დილის 07:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ვაჟა ფშაველას მე-3 შესახვევს, ვაჟა-ფშაველას მე- 2 კვარტალს, ნუცუბიძის ქუჩა N2- 78ა, N1-129ა, ნუცუბიძის პირველ ჩიხს, ონიაშვილის ქუჩა N61-87, N64-80, ბუდაპეშტის ქუჩა N13-29, N 14-30, ლვოვის ქუჩა N 81-97, ვაზისუბნის ქუჩა N 79-139, N78-138, ბუდაპეშტის 1-ელ შესახვევს, მეგრელაძის, დელისის, ზალდასტანიშვილების, ვ. ჩიქოვანის, ნადარეიშვილის, მიქელაძის, ნადარეიშვილის, ჯებაშვილის, ჯებაშვილის I გასასვლელს, ტრიპლოვსკის, კამანის, მარო თარხნიშვილის 1-ელ და მე-2 ჩიხს, ჩიქოვანის 1-ელ და მე-2 შესახვევს, აფხაიძის, მეგრელიძის, ზაქარიაძის და ასათიანის ქუჩებს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge