ქართველ ბიზნესმენს თაღლითებმა AI-ის გამოყენებით 74 მილიონი დოლარი მოპარეს - ცნობილია საქმის დეტალები
1793879558
სეისმოლოგის, თეა გოდოლაძის ინფორმაციით, თურქეთში მორიგი მიწისძვრა მოხდა და კიდევ 7.8 მაგნიტუდა შეადგინა. მისი თქმით, ასეთ ვითარებაში, მოსახლეობა სახლებში არ უნდა დაბრუნდეს.
„არ შეიძლება ამ დროს სახლებში დაბრუნება. ისე სუსტდება შენობები, რომელი მომყოლი მიწისძვრა დაანგრევს არავინ იცის, ან უცებ შეიძლება დაინგრეს.“ - წერს სეისმოლოგი.
ცნობისთვის, პირველი მიწისქვეშა ბიძგებმა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში 7,8 მაგნიტუდის შეადგინა. მიწისძვრის ეპიცენტრი სირიის საზღვრის გასწვრივ იყო. ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა რაოდენობამ 1200-ს გადააჭარბა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გამო, საქართველოს მთავრობა უახლოეს საათებში სამაშველო ღონისძიებებში ჩასართავად შესაბამის ტექნიკასა და მაშველებს გააგზავნის.