ალექსანდრე მიქელაძის დედა მიმართვას ავრცელებს

ალექსანდრე მიქელაძე

ბათუმში დაკარგული მოზარდის, ალექსანდრე მიქელაძის დედა მორიგ მიმართვას ავრცელებს.

„ალექს, დე, ჩემო სუნთქვა... ჩემო სიამაყე, როგორ მინდა, ახლა გვერდით მყავდე და შენს ძმებთან ერთად იზიარებდე ჩემს წინსვლას... ხომ ვიცი, როგორ გინდა, შენ ეს ყველაფერი,“ - წერს ნათია დიაკვნიშვილი.

ალექსანდრეს დედამ ცოტა ხნის წინ სიმღერა ჩაწერა, რომელიც შვილს მიუძღვნა.

ცნობისთვის, ალექსანდრე მიქელაძე 16 იანვარს, ღამით, 22:00 საათიდან გაუჩინარდა. მისი კვალი ბათუმში, ხიდთან ქრება. ამ დრომდე, ოჯახი მის შესახებ არანაირ ინფორმაციას არ ფლობს.