აბასთუმანში დაზვერვის ოფიცრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აბასთუმანში დაზვერვის ოფიცრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს“, - განუცხადეს შსს-ში „იმედინიუსს“.

აბასთუმანში დაზვერვის ოფიცერი გარდაცვლილი იპოვეს. ჭრილობა თავდაცვის სამინისტროს მეოთხე ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეს ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.