16 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
1752607860
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, პალატაში გაერთიანებული საწარმოებისა და კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, რომელშიც სხვადასხვა დარგის ბიზნესის წარმომადგენლები, მათ შორის დევნილი მეწარმე ქალები მონაწილეობდნენ, - ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.
„ღონისძიების მონაწილეებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ მიმართა. მთავრობის თავმჯდომარემ აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეების მხარდაჭერის საკითხებზე გაამახვილა ყურადღება, ასევე, კერძო სექტორის ჩართულობით მათი ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობის აუცილებლობაზე ისაუბრა.
„აფხაზეთის მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის ჩვენი დევნილი მეწარმეების მხარდაჭერა. ამ მიზნით დღეს მათთან გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გავმართეთ, სადაც წარმოვადგინეთ ჩვენი ხედვები და ის მხარდამჭერი პროგრამები, როლებსაც დევნილი მეწარმეების მხარდასაჭერად აფხაზეთის მთავრობა და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ახორციელებენ. მცირე მეწარმეებთან, ასევე საშუალო და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებთან აქტიური კომუნიკაცია და ჩვენი მხრიდან მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.
პანელურ დისკუსიებში შეხვედრის მონაწილეებმა მეწარმეების წინაშე არსებულ გამოწვევებსა და პრობლემების გადაჭრის გზებზე იმსჯელეს, ასევე აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სამომავლო გეგმები განიხილეს.
შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი თენგიზ ნასარიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გოგიტა თედორაძე და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი მონაწილეობდნენ.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყო აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.