მძიმე ავარია თბილისში - დაღუპულია სკუტერის მძღოლი
1754137884
ეროვნულ სამხედრო სამსახურში 8-თვიანი ვადით გაწვეულმა წვევამდელებმა გორის ციხეზე სამხედრო ფიცი დადეს და ჯარისკაცის მრწამსი წარმოთქვეს.
საზეიმო ცერემონიას თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და წვევამდელების ოჯახის წევრებიესწრებოდნენ.
ცერემონიის დასრულების შემდეგ, ერთ-ერთმა რიგითმა თავის რჩეულს ხელი სთხოვა.
რეკრუტებმა ორთვიანი საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი გორის პირველი ქვეითი ბრიგადის ბაზაზე, განახლებული პროგრამით გაიარეს. ისინი ახალი სისტემის ფარგლებში, სავალდებულო გაუმჯობესებული სოციალური პაკეტითა და უქმე დღეებით ისარგებლებენ.