სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ 5 000 ლარით დააჯარიმეს
1749729821
ონკოლოგი გიორგი ღოღობერიძე ასახელებს 6 მედიკამენტს, რომელიც მშიერმა არ უნდა მიიღო:
„თუ გამოიყენებ, შეიძლება კუჭიდან სისხლდენაც კი გამოიწვიოს :
1. კარდიომაგნილი - არ დალიო მშიერზე, მით უმეტეს, თუ უკვე გაწუხებს გულძმარვა, გასტრიტი, კუჭის, ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული. მიიღე მხოლოდ საკვების მიღების შემდეგ.
2. ეს არის ნებისმიერი ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი საშუალება. მით, უმეტეს, თუ ხარ ასაკში, სხვამ ხანგრძლივი დროის განმავლობაში და სვამ მაღალ დოზებში. ამ მედიკამენტების შემთხვევაში, უფრო ხშირია კუჭიდან მძიმე სისხლდენების რისკი.
3. ეს არის სტეროიდები, როგორიცაა დექსამეტაზონი და მრავალი სხვა. ეს მედიკამენტებიც მიიღეთ საკვების მირთმევის შემდეგ.
4. შაქრის დამწევი მედიკამენტები - მეთფორმინი, იყიდება სიოფორის და ბევრი სხვა სახელწოდებით. უზმოზე გამოყენებით, შეიძლება შაქრის ვარდნა გამოიწვიოს.
5. C ვიტამინი - მაღალ დოზებში, კუჭს აღიზიანებს
6. დოქსიციკლინი - რომელიც მშიერზე იწვევს ღებინებებს.